ჯანდაცვა
ბორჯომის ცხელების ცენტრში ამ წუთებში მეოთხე პაციენტი შეჰყავთ
30 წლამდე კაცი, ცხელების ცენტრში ბაკურიანის საკარანტინე ზონიდან გადაჰყავთ. მას ტემპერატურა უფიქსირდება და უცხოეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

ამ დროისთვის ცხელების ცენტრში ახალი პაციენტის ჩათვლით, 4 პირი იმყოფება. 3 მათგანი კარანტინიდან არის ცენტრში შეყვანილი, ხოლო მეოთხე ადგილობრივია და ცხელებით გუშინ შეიყვანეს ცენტრში.

ინფორმაციას სამედიცინო ცენტრის დირექტორი ირაკლი დიასამიძე გვიდასტურებს.

სამი პაციენტის ბიოლოგიური მასალა ლაბორატორიაში დღეს გაიგზავნა და პასუხები ცნობილი ხვალ, 22 აპრილს გახდება.
Print