ახალი ამბები
ინტერვიუ ახალდაბაში კოვიდინფიცირებულის მამასთან
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, COVID 19-ზე აღებული ტესტები ამ დრომდე ცნობილი არ არის. ახალდაბაში, 30 წლამდე ინფიცირებულ მამაკაცს კონტაქტი 12 პირთან უფიქსირდება. მას კომუნიკაცია ოჯახის გარდა ჰქონდა ყვიბისში ნათესავებთან. თითოეულ მათგანზე აღებულია ტესტები და ლუგარის ლაბორატორიიდან მათ პასუხებს დღის ბოლოს ან სავარაუდოდ ხვალისთვის ელოდებიან.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, კოვიდინფიცირებული კაცი ამჟამად მკურნალობას გორის ჰოსპიტალში გადის. მისი და კი რომელიც, ბორჯომის ცხელების ცენტრში იყო მოთავსებული და COVID 19 არ დაუდგინდა, გადაყვანილია ბაკურიანის საკარანტინე ზონაში, ასევე კარანტინში იმყოფება ყვიბისში მცხოვრები ექვსი ნათესავი, ვისთანაც კონტაქტი ჰქონდა 30 წლამდე მამაკაცს. ახალდაბაში თვითიზოლაციაში იმყოფება ინფიცირებული ბიჭის 6 წევრიანი ოჯახი.

ტელეკომპანია "ბორჯომი" ინტერვიუ კოვიდინფიცირებულის მამასთან ჩაწერა.
Print