ჯანდაცვა
კორონავირუსისგან 79 ადამიანია გამოჯანმრთელებული.
საქართველოში კორონავირუსისგან 79 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5035 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 540 პირი.
ინფორმაციისთვის, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 370 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან გამოჯანმრთელებულია 79, ხოლო 3 გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

Print