ჯანდაცვა
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 24 საათში 34-ით გაიზარდა
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა  370-ე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5079 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 558 პირი.
ინფორმაციისთვის, 370 ადამიანიდან 77 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

Print