ჯანდაცვა
საქართველოში კორონავირუსისგან 71 ადამიანი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსისგან 71 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5034 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 463 პირი.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 306 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 71 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
Print