ჯანდაცვა
ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან ერთი პირი კარანტინში გადაიყვანეს
ბორჯომის ერთ-ერთი დაბიდან ახალგაზრდა კაცი კარანტინში გადაიყვანეს.
ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი, დავით ზაალიშვილი ტელეკომპანია „ბორჯომთან“ საუბრისას ამბობს, რომ ახალგაზრდა კაცი ბაკურიანის ერთ-ერთ საკარანტინე ზონაში გადაყვანეს. ზაალიშვილი ამბობს, რომ კაცს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აქვს.

„მე არ მაქვს დაზუსტებული ინფორმაცია, მაგრამ როგორც ვიცი, ახალგაზრდა კაცს სავარაუდოდ კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულთან და ამის გამო გადაიყვანეს კარანტინში. მაღალი ტემპერატურა და ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები როგორც ვიცი არ აქვს, დაბაში რამდენიმე დღეა იმყოფება. არც დასახლებასთან ჰქონია კონტაქტი.“
-   ამბობს დაბაში მერის წარმომადგენელი.

ადგილობრივები ამბობენ, რომ 30 წლამდე კაცის ოჯახი დაბაში მუდმივად ცხოვრობს, თვითონ კი აქ რამდენიმე დღეა რაც თბილისიდან ჩამოვიდა. კარანტინში კი იმის გამო გადაიყვანეს, რომ კონტაქტი ჰქონდა კორონავირუსით ინფიცირებულთან. ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები მისი ოჯახის არცერთ წევრს არ აქვს.

მამაკაცის ოჯახი თვითიზოლაციაში იმყოფება.

Print