ჯანდაცვა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რიცხვი 10-ით გაიზარდა და 306 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე სტოპცოვ.გე-ზე არის განთავსებული.
კარანტინის რეჟიმშია 4990 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 462 პირი.
ინფორმაციისთვის, 306 ადამიანიდან 69 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

Print