ჯანდაცვა
წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ეკლესიის მოძღვარს კორონავირუსი დაუდგინდა
წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია, რომლის მოძღვარსაც კორონავირუსი დაუდგინდა, 20 დღით დაიკეტა. ეკლესიის მსახური სასულიერო პირები კი კარანტინში გადავიდნენ. როგორც სხვა ტაძრებში მოღვაწე სასულიერო პირები ამბობენ. დაინფიცირებულ მღვდელს მამა გიორგი პაპავას საკუთარ დასა და დისშვილთან, რომლებსაც ასევე კორონავირუსი დაუდგინდათ, კონტაქტი ერთი თვეა არ ჰქონია, შესაბამისად სასულიერო პირი ეჭვობს, რომ მოძღვრის დაინფიცირების მიზეზი ნათესავებთან კომუნიკაცია ვერ გახდებოდა. წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ეკლესიის მოძღვარი, გიორგი პაპავა, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული.
Print