ჯანდაცვა
დვირის ამბულატორია პანდემიის პირობებში (R)
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დვირში საექიმო ამბულატორია ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ სოფლის ექიმებს გადაადგილების პრობლემა შეექმნათ. თუმცა ბორჯომის მერიის დახმარებით ისინი პაციენტებამდე მისვლას უკვე უპრობლემოდ ახერხებენ. დვირის ამბულატორიაში ცხელებიანი პაციენტებისთვის ცალკე ოთახი მოეწყო, სადაც საეჭვო სიმპტომების მქონე მოქალაქეების მიღება სხვებისგან იზოლირებულად შეუძლიათ.
Print