ჯანდაცვა
მართლმადიდებელ მღვდელებს მოსკოვში კორონავირუსი დაუდგინდათ
მართლმადიდებელი ეკლესიის სამ მღვდელს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, კორონავირუსი დაუდგინდა, ამის შესახებ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში ეჭვობენ, რომ კორონავირუსი შეიძლება კიდევ ორ სასულიერო პირს ჰქონდეს და ახლა მათი გამოკვლევის პასაუხს ელიან.
ბოლო მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 5 300-ს გადააჭარბა, დაღუპულია 45 ადამიანი.

Print