covid-19
162 ინფიცირებული, 36 გამოჯანმრთელებული, 1 გარდაცვლილი საქართველოში
დღის ბოლოს, საქართველოში გაიზარდა როგორც ინფიცირებულთა ასევე გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა. ამ დროისთვის, ქვეყანაში დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 162 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 36 მოქალაქე, ხოლო ერთი პაციენტი, რომელიც თბილისში კლინიკაში იყო მოთავსებული დღეს, 4 აპრილს დილით გარდაიცვალა.

ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზეა განთავსებული.

ამჟამად, ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5067 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის 330 მოქალაქე.
Print