ახალი ამბები
457 მოქალაქე ბაკურიანის და ახალციხის საკარანტინე ზონებში
სამცხე-ჯავახეთში სულ 7 საკარანტინე ზონაა, აქედან ხუთი სასტუმრო არის ბაკურიანში, ერთი ახალციხეში ფუნქციონირებს, ერთიც აბასთუმანში ფილტვის ცენტრში. ეს უკანასკნელი ამჟამად ცარიელია, ხოლო დარჩენ სივრცეებში 457 მოქალაქეა გადანაწილებული.

ბაკურიანის 5 საკარანტინე ზონაში 395 პირი იმყოფება. ახალციხეში კი 62 ადამიანი გადის კარანტინს. ეს მონაცემები არის 4 აპრილის, 12:00 საათის მდგომარეობით.
Print