ჯანდაცვა
ბორჯომში ცხელების ცენტრი გაიხსნება

„ბორჯომის სამედიცინო ცენტში „ცხელების ცენტრი“ გაიხსნება. ამ ეტაპზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს,
მოეწყობა იზოლირებული სივრცე, რომელსაც ექნება ცალკე შესასვლელი და რამდენიმე საწოლი“ - განაცხადა ტელეკომპანია „ბორჯომთან“ საუბრისას სამედიცინო ცენტრის დირექტორმა ირაკლი დიასამიძემ.

დიასამიძის განცხადებით ბორჯომის მრავალპროფილური ცენტრი მუშაობს 24/7 საათის რეჟიმში, ხოლო ამბულატორია გადადის დისტანციური მომსახურების რეჟიმზე.

„საავადმყოფოში შეიქმნა 112-ის ცხელი ხაზი,სადაც ზარები შემოდის მთელი რეგიონიდან, ოჯახის ექიმები შეაფასებენ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას და მისცემენ მათ რეკომენდაციებს, ქვეყანაში არსებული პროტოკოლის მიხედვით, ცხელების ცენტრში მოხდება პაციენტების ტრიაჟი და საჭიროების შემთხვევაში გადამისამართება პროფილურ კლინიკაში.“

ცენტრში აცხადებენ, რომ სტაციონარში ყველა პირობა და მატერიალურ - ტექნიკური ბაზაა COVID-19 -ით დაავადებული პაციენტის სამართავად.

ცხელების ცენტრები სამცხე-ჯავახეთის კიდევ სამ მუნიციპალიტეტში ახალციხეში, ადიგენში და ახალქალაქში გაიხსნა.

რეგიონში ამ დრომდე კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა.

Print