ჯანდაცვა
კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 117-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 117-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით დაინფიცირებული ორი ახალი პაციენტიდან, ერთ-ერთი 10 წლის ბავშვია.

მისივე განცხადებით, მოზარდი ბათუმიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.

„ პაციენტი გადმოჰყავთ ბათუმიდან, ეს არის ათი წლის ბავშვი. მისი ისტორია არ არის ჩემთვის ცნობილი. გადმოჰყავთ მშობელთან ერთდ, მშობელს არ აქვს დაადასტურებული კორონავირუსი“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება მეორე ახალ დაინფიცირებულს, ეზუგბაიას თქმით, პაციენტი სომხეთიდანაა ჩამოსული.


კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5783 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 301.

ცნობისთვის, 117 ადამიანიდან, 23 გამოჯანრთელებულია.


Print