ახალი ამბები
ბაკურიანში კიდევ ერთი საკარანტინე ზონა მოეწყო
ახალი საკარანტინე ზონა ბაკურიანში, ერთ-ერთ სასტუმროში მოეწყო. ზამთრის კურორტზე ამჟამად 5 საკარანტინე ზონაა. 407 პირს აკვირდებიან ბაკურიანის ხუთ საკარინტინე ზონაში.
რაც შეეხება რეგიონს. ამ დროისთვის სამცხე–ჯავახეთის შვიდ ზონაში კარანტინში მყოფ პირთა რაოდენობა 476–მდე გაიზარდა. დღეის მდგომარეობით აბასთუმნის ფილტვის ცენტრში 11 ადამიანი იმყოფება. ახალციხეში, სასტუმრო „გრანდ პალასში“ კი 58–ია.

თვითიზოლაციაში ყველაზე მეტი, 234 პირი კვლავ ახალქალაქში იმყოფება. ნინოწმინდაში – 131; ბორჯომში – 20 ; ადიგენსა და ასპინძაში 10 ; ახალციხეში კი 23 ადამიანია.

31 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 110 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 21 ადამიანი გამოჯანმრთელებულია. ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში 4995 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 278 ადამიანი იმყოფება.
Print