ჯანდაცვა
ნიუ-იორკში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
კორონავირუსით, ნიუ-იორკში 64 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ეს არის მე-5 შემთხვევა, როდესაც საზღვარგარეთ კორონავირუსის შედეგად საქართველოს მოქალაქე იღუპება.
ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ადასტურებს.

„სამწუხაროდ , კიდევ ერთი ჩვენი თანამოქალაქე გარდაიცვალა საზღვარგარეთ, ეს არის უკვე მე-5 შემთხვევა საზღვარგარეთ ჩვენი თანამემამულის გარდაცვალების. ეს არის ნიუ-იორკში მცხოვრები 64 წლის მამაკაცი. საგარეო საქმეთა სამინისტრო და საელჩო ოჯახთან არიან კავშირზე, ისევე როგორც წინა შემთხვევაში, რომელიც ესპანეთში დაფიქსირდა, ორივე შემთხვევაში, გარდა კოვიდისა, ასევე იყო თანხმლები სხვა ქრონიკული დაავადებები“- განაცხადა პაატა იმნაძემ.
Print