ახალი ამბები
"აპრილის ბოლოს გვეცოდინება, როდის მივიღებთ "ცეფეიდის" კარტრიჯებს - თამარ გაბუნია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სწრაფი ტესტების საქართველოში შემოტანასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს მოლაპარაკება სხვადასხვა მომწოდებელთან.
"2000 სწრაფი ტესტი ანტიგენზე დამყარებული ჩამოვიდა კვირას და განვსაზღვრავთ თუ რომელ კლინიკაში მოხდება აღნიშნული ტესტების გამოყენება. ასევე არის 4000 ანტისხეულებზე დამყარებული ტესტი, რომელიც პასუხს იძლევა უფრო გვიან. თუმცა, ამ ორივე ტესტს აქვს თავისი ადგილი დიაგნოსტიკურ ალგორითმში. რაც შეეხება სხვა მიმწოდებლებს.
მიმდინარეობს მოლაპარაკება როოგრც სამხრეთ კორეასთან ასევე ჩინეთთან და გვპირდებიან ეტაპობრივად სწრაფი ტესტების მოწოდებას, მოკლე ვადებში. ჩვენ ასევე გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა "ცეფეიდთან" . "ცეფეიდი" არის ცნობილი ერთადერთი მწარმოებელი კომპანია კარტრიჯების, რომელიც ემყარება პისიარ ტექნოლოგიას, ეს კარტრიჯები გამოიყენება ბევრი ინფექციური დაავადებისთვის .
"ცეფეიდის" შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ მაღალი სარწმუნოების და სწრაფად მიღებულ ტესტირებაზე. ამდენად, ის მოლარაკება რომელიც ჩვენ გვაქვს ამ კომპანიის სათაო ოფისთან, მნიშვნელოვანია რომ მალე დასრულდეს წარმატებით. საქართველო არის იმ მომლოდინე ქვეყნების რიგში, რომელიც ამ კომპანიისგან ელოდება და იმედი გვაქვს, რომ აპრილის ბოლოს გვეცოდინება ზუსტი თარიღი, თუ როდის მიიღებს საქართველო ცეფეიდის კარტრიჯებს"
- განაცხადა თამარ გაბუნიამ.
Print