ჯანდაცვა
საქართველოში კორონავირუსი კიდევ ორმა პაციენტმა დაამარცხა
საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. სამედიცონო ცენტრის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, განმეორებითი ანალიზები ცოტა ხნის წინ მიიღეს და ორივე შემთხვევაში უარყოფითია.

მისივე თქმით, პაციენტები კლინიკას მალე დატოვებენ.

საქართველოში ვირუსი სულ 20-მა პაციენტმა დაამარცხა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 100-მდე გაიზარდა. მთავრობისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თქმით, უკვე დაფიქსირდა შიდა გავრცელება და 3 პირის ინფიცირების წყარო უცნობია.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ინფიცირებულს შორისაა სამედიცინო სექტორის წარმომადგენელი, რომელსაც ვირუსი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გადაედო.
Print