ჯანდაცვა
33 976 გარდაცვლილი - კორონავირუსის მსოფლიო სტატისტიკა
ოფიციალური მონაცემების მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით 33 976 ადამიანი დაიღუპა. ინფიცირებულთაგან უკვე 151 766 პაციენტი გამოჯანმრთელდა, სულ ინფიცირებულთა რიცხვი, 722 000 აჭარბებს.

ყველაზე მძიმე სურათი კონტინენტური ევროპის მასშტაბით კვლავ იტალიასა და ესპანეთშია. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით, უკვე გავრცელების თავდაპირველ კერას, ჩინეთსაც კი გაუსწრო 142 ათასზე მეტი შემთხვევით.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.


Print