ინფოგრაფიკა
შეშა თუ ბუნებრივი აირი-რით თბებიან ბორჯომში?
ბორჯომის მუნიციპალიტეტში საშეშე მერქანი ზამთარში გათბობის ძირითად საშუალებად რჩება. მას მოიხმარენ როგორც ქალაქში, ასევე სოფლებში. ოჯახების უმრავლესობას ზამთრის განმავლობაში 5-დან 10 კუბურ მეტრამდე და მეტი საშეშე მარქანი ესაჭიროება. მოსახლეობის ნაწილი შეშას ყიდულობს, ნაწილი კი თავად მოიპოვებს.
ამ და სხვა კითხვებზე პროექტის ფარგლებში 2019 წლის მაისში ჩატარდა კვლევა ტყის მრავალფუნქციური გამოყენების შესახებ. გამოიკითხა 130 რესპოდენტი ბორჯომში, სოფ დვირში, წაღვერში, სადგერსა და პლატოზე. გამოკითხვის დროს ხდებოდა ერთი სუბიექტის მიერ რამდენიმე პასუხის არჩევა. ამ შეკითხვაზე პასუხები ნახეთ ინფოგრაფიკაში.
შეგახსენებთ ა.ო „ნაკრესი“,სამცხე-ჯავახეთის მედია-ცენტრთან პარტნიორობით ახორციელებს პროექტს „ტყის მრავალფუნქციური გამოყენების დანერგვა და პოპულარიზაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტში“. პროექტი ინიცირებულია ეკოგრანტების პროგრამის ფარგლებში. მხარდაჭერები არიან ბიპი და მისი პარტნიორები. ადმინისტრირებას ახორციელებს ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი.











Print