ინტერაქტიული მულტიმედია
ოჯახში მომხდარი დანაშაულის სტატისტიკა
შსს-ს ინფორმაციით, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული, ოჯახში მომხდარი დანაშაულის რიცხვი ბოლო 2 წელი განსაკუთრებით არის გაზრდილი. პოლიციის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა, რომელიც დაამტკიცა სასამართლომ: 7646 ორდერი
(14 იანვრის მდგომარეობით)

2019 წელს დღემდე, 2396 შემთხვევა დაფიქსირდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, აქედან 64 ფაქტი სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა, მათგან 51 შემთხვევა კი გახსნილია.
გასულ წელს კი საქართველოში სულ 4791 შემთხვევა იყო როგორც ძალადობის, ასევე მკვლელობის და ჯანმრთელობის დაზიანების, მათგან ძალადობის 179 ფაქტი სამცხე-ჯავახეთიდან დაფიქსირდა, 142 შემთხვევა კი გაიხსნა.

ოჯახში მომხდარი დანაშაულის რიცხი საქართველოში და სამცხე-ჯავახეთში, იხილეთ ინფოგრაფიკაში:



ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს მთავრობისთვის და შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. სამინისტრო სხვა უწყებებთან და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად აქტიურად მუშაობს ოჯახში ძალადობის დაძლევაზე. ამ მიზნით 2006 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი "ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ". შსს წარმომადგენლები მონაწილეობას ღებულობენ ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭოს მუშაობაში, რომელიც შეიმუშავებს და კოორდინაციას უწევს ოჯახში ძალადობის სამოქმედო გეგმის განხორციელებას.
ოჯახში ძალადობის მხვერპლთათვის სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილია სახელმწიფო თავშესაფარი, სადაც მსხვერპლთა განთავსება ხდება 3 თვემდე ვადით. მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრისთვის არსებობს 3 დამოუკიდებელი გზა:
• მსხვერპლის სატატუსის განმსაზღვრელი მუდმივმოქმედი საბჭო;
• შემაკავებელი ორდერი;
• დამცავი ორდერი

მოქალაქეთათვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევის მიზნით ფუნქციონირებს ცხელი ხაზი 116 006


Print