ინფოგრაფიკა
არასათანადო მოპყრობის საქმეები, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მხრიდან - სტატისტიკა
საქართველოს სახალხო დამცველის ყოველწლიური საპარლამენტო ანგარიშებში ყოველთვის მწვავედ დგას არასათანადო მოპყრობისა გამოძიების ეფექტიანობის ნაკლებობა. სახალხო დამცველის აპარატმა 2015-2018 წლებში ჯამში დაახლოებით 1200-მდე საჩივარი/განცხადება მიიღო, სადაც საუბარი იყო სამართალდამცავების ან/და პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომელთა მიერ ჩადენილ სავარაუდო არასათანადო მოპყრობაზე. აქედან 276 შემთხვევაში სახალხო დამცველის აპარატმა რეაგირებისთვის მიმართა პროკურატურას, ხოლო 42 შემთხვევაში - წინადადებით. 3 სხვა განცხადება/საჩივრები ეხებოდა გაჭიანურებულ გამოძიებას ან/და კონკრეტული ინფორმაციის მიღების საჭიროებას გამოძიების მიმდინარეობაზე და შესაბამისად, სახალხო დამცველის აპარატი დაეხმარა განმცხადებელს შესაბამისი ინფორმაციის მიღებაში. 2018 წლის მანძილზე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა პროკურატურაში გააგზავნა 5 წინადადება პოლიციელის მიერ ჩადენილი სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყების შესახებ, 2 წინადადება კი ციხის თანამშრომლის მიერ ჩადენილი სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყების შესახებ. პროკურატურამ ყველა მათგანზე დაიწყო გამოძიება და ეს პროცესი დღემდე მიმდინარეობს, თუმცა ჯერჯერობით არცერთი პირი არ არის ცნობილი დაზარალებულად ან ბრალდებულად.





აღსანიშნავია, რომ ამ 42-დან არც ერთ ამ შემთხვევაში დამნაშავე არ გამოუვლენია (ბრალი არ წარდგენია) გამოძიებას. 2018 წლის 21 ივლისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ“. საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმა აღნიშნული კანონის მიღებას და შეაფასა როგორც წინ გადადგმული ნაბიჯი არასათანადო მოპყრობის გამოძიების მიმართულებით. მაგრამ სამწუხაროდ იქვე აღინიშნა, რომ იგი ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს სრულად. 11 ერთ-ერთ მთავარ პრობლემად დასახელდა ის გარემოება, რომ სახელმწიფო ინსპექტორი ვერ გამოიძიებს შინაგან საქმეთა მინისტრისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ ჩადენილ დანაშაულებს.

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ისევე როგორც საერთაშორისო ექსპერტები, აქტიურად აწარმოებდა ადვოკატირებას, რათა შექმნილიყო დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, რომლის ფუნქცია იქნებოდა სამართალდამცავთა მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა.

Print