ინფოგრაფიკა
5 წელი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის მიღებიდან
2014 წელს ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულების შედეგად, საქართველომ თავისი კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან ეტაპობრივი დაახლოება იკისრა და 2014 წლის 2 მაისს საქართველოს პარლამენტმა „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ (ანტიდისკრიმინაციული) კანონი მიიღო. კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა. დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და ზედამხედველობის ფუნქცია სასამართლოს და საქართველოს სახალხო დამცველს მიენიჭა.
სახალხო დამცველის განმეორებითი რეკომენდაციების შედეგად, 2019 წლის თებერვალში შევიწროების და სექსუალური შევიწროების, როგორც დისკრიმინაციის ფორმების რეგლამენტაცია მოხდა.

კანონის მიღებიდან - ამ პერიოდამდე, სახალხო დამცველმა დაახლოებით 650 განცხადება შეისწავლა. 2018 წლის განმავლობაში კი სახალხო დამცველის აპარატმა სავარაუდო დისკრიმინაციის 158 ფაქტი შეისწავლა. განცხადებების ყველაზე დიდი ნაწილი, წინა წლების მსგავსად, კვლავ საჯარო რეესტრში განხორციელებულ სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტებს შეეხებოდა (69%).

იხილეთ სტატისტიკა, დისრიმინაციის სავარაუდო შემთხვევებზე:




სამწუხაროდ, თანასწორობის მიღწევის პროცესში კვლავ არაერთი გამოწვევა არსებობს, რაც, ძირითადად, საკანონმდებლო ჩარჩოს პრაქტიკაში ეფექტიანი იმპლემენტაციის პრობლემას და საზოგადოებაში ჯერ კიდევ მყარად არსებულ სტერეოტიპებს უკავშირდება. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ არსებულ გამოწვევებთან ეფექტიანი ბრძოლისთვის, მნიშვნელოვანია, ყველა დაინტერესებული მხარის - ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორის თუ საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა და კოორდინირებულად თანამშრომლობა.
Print