ინფოგრაფიკა
ხე-ტყის უკანონო მოპოვება ბორჯომში - ინფოგრაფიკა
ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი ფაქტი 2017-2018 წწ-ში დაფიქსირდა. შემთხვევების რაოდენობამ ორივე წელს თითქმის 3 000-ს გადააჭარბა. ბოლო 4 წელიწადში კი მთელი ქვეყნის მასშტაბით, 8 812 სამართალდარღვევა დაფიქსირდა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში კი ბოლო ოთხი წლის მონაცემები ასე გამოიყურება, დაფიქსირდა 1261 ფაქტი, აქედან სისხლის სამართლის პასუხისგებაში 79 პირი მიეცა. უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის ოდენობამ 5656 კუბური მეტრი, გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობამ კი 762 871 ლარი შეადგინა.
გაეცანით ინფოგრაფიკას დეტალურად:
Loading...

Loading...

რაც შეეხება სანქციებს. საქართველოს ტყის კოდექსის თანახმად, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ტყის დამზადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტების გარეშე ან სამონადირეო მეურნეობის მოწყობა სათანადო ლიცენზიის გარეშე – პირი დაჯარიმდება 1 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღისა და ხე-ტყის კონფისკაციით. განმაეორებითი ქმედება კი გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღისა და ხე-ტყის კონფისკაციით.
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში (მათ შორის, კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე) მოპოვებული ხე-მცენარის საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო დოკუმენტის გარეშე ტრანსპორტირება ან სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე სახერხ საამქროში შეტანა (განთავსება) – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხე-მცენარის კონფისკაციით ან უამისოდ. განმეორებით ქმედებაზე დაჯარიმდება 400 ლარის ოდენობით, ხე-მცენარის კონფისკაციით.

Print