Error
ინფოგრაფიკა
უკანონო თევზჭერის სტატისტიკა ბორჯომში
ბოლო 4 წლის განმავლობაში, საქართველოში უკანონო თევზჭერის 1591 შემთხვევა დაფიქსირდა. სამართალდარღვევის ყველაზე მეტი ფაქტი 2016-2017 წწ-ში გამოვლინდა, როცა შემთხვევების რიცხვმა თითქმის 600-ს მიაღწია.
რაც შეეხება ბორჯომს. ბოლო 4 წლის განმავლობაში, აქ უკანონო თევზჭერაზე 31 სამართალდამრღვევი გამოავლინეს. უკანონოდ მოპოვებული თევზის საერთო რაოდენობამ 189,68 კგ შეადგინა.
მოცემულ ინფოგრაფიკაში შეგიძლიათ დეტალურად გაეცნოთ ბორჯომის მუნიციპალიტეტში უკანონო თევზჭერის სტატისტიკას წლების მიხედვით.
Loading...

Loading...





რაც შეეხება სანქციებს. მოგეხსენებათ, 2013 წლიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 86-ე მუხლში ძალაში შევიდა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც მნიშვნელოვნად გაიზარდა სანქციები თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტებზე.
კერძოდ, ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით ან თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმების მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით თევზჭერისათვის, აგრეთვე საქართველოს „წითელ ნუსხაში" შეტანილი თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმების მოპოვებისათვის - ნაცვლად 400-დან 1000 ლარამდე ჯარიმისა უკვე გათვალისწინებულია 2000-დან 4000 ლარამდე ჯარიმა, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმების, ასევე, სამართალდარღვევის იარაღისა და წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით.



Print