ინფოგრაფიკა
ბორჯომში მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რომელიც 1189,0 კვ. კმ-ს მოიცავს 25 214 კაცი ცხოვრობს. აქედან ქალაქში 15 162, სოფელში კი 10 052 კაცი დაფიქსირდა. ასეთია საყოველთაო აღწერის შედეგები, რომელიც 2014 წელს ჩატარდა.
აღწერის შედეგების თანახმად ბოლო 30 წლის განმავლობაში მოსახლეობის რაოდენობა შემცირებულია. ოფიციალური მონაცემებით მიზეზი გარე მიგრაცია და შობადობაა.
2002 წლის ჩატარებული საყოველთაო აღწერის მონაცემებით ბორჯომის მუნიციპალიტეტში სულ 32 422 ადამიანი დაფიქსირდა. ქალაქში 20 372, სოფელში 12 050.
1989 წლის შედეგებით კი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოსახლეობის რაოდენობამ 38 973 კაცი შეადგენდა. აქედან ქალაქში 25 582, სოფელში 13 392.
შეგახსენებთ, საქართველოში მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 10 -12 წელიწადში ერთჯერ ტარდება.


Print