ინფოგრაფიკა
ტურისტების სტატისტიკა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა სტატისტიკა ყოველწლიურად იზრდება. ყველაზე აქტიური სეზონი აქ ზაფხულია, თუმცა ყველაზე ცხელი დღეების დაწყებამდე, ვიზიტორებმა ზამთარში, თოვლის ფეხსაცმელების სერვისითაც ისარგებლეს და ძირითადად ერთდღიანი ტურები მოაწყეს დაცულ ტერიტორიებზე. წელს, ამ დრომდე, ველური ბუნება უკვე 8000-ზე მეტმა ვიზიტორმა დალაშქრა. სტუმრებს შორის უმრავლესობა ქართველია, დანარჩენები კი საზღვარგარეთიდან. ეროვნულ პარკს ძირითადად, ინდივიდუალური ტურისტების 85% და ორგანიზებული ჯგუფების 15% სტუმრობს. მათთვის ყველაზე პოპულარული ადგილია ლომის მთა. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ამჟამად ზაფხულისთვის, ყველაზე აქტიური სეზონისთვის ემზადება.


გაეცანით ინფოგრაფიკას და გაიგეთ როგორია წლიდან წლამდე, ტურისტების სტატისტიკა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში. ინფოგრაფიკაში, 2019 წელს, ნაჩვენებია ბოლო 4 თვის მონაცემები.  წინა სამი წლის სტატისტიკა კი ასახავს, ტურისტების საერთო რაოდენობას ყველა სეზონზე.


Loading...

Loading...

\
Print