ინფოგრაფიკა
ე.წ. "ჭკვიანი" კამერების მიერ დაჯარიმებული მძღოლები სამცხე-ჯავახეთში

2018 წელს, სამცხე-ჯავახეთის სამ მუნიციპალიტეტში განთავსდა 44 ე.წ. „ჭკვიანი კამერა“. კერძოდ: ბორჯომში 14 ნომრის ამომცნობი კამერა, ახალციხეში 12 ნომრის ამომცნობი კამერა და ახალქალაქში 18 ნომრის ამომცნობი კამერა დამონტაჟდა.


შსს-ს ინფორმაციით, 2018 წელს, სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე ვიდეოჯარიმები დაფიქსირებულია 271 პირის მიერ, სამართალდარღვევათა კოდექსის 118 -ე ( 1 ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა) მუხლის საფუძველზე.

უწყება, აღნიშნული სტატისტიკის გენდერულ ჭრილში დამუშავებას არ ახორციელებს.

აღნიშნული ვიდეოჯარიმებით გათვალისწინებული თანხის ოდენობა შეადგენს 14 600 ლარს.


რომელ მუნიციპალიტეტში, რომელ ქუჩებზეა განთავსებული ე.წ. „ჭკვიანი“ კამერები შეგიძლიათ იხილოთ რუკაზე:



"ჭკვიანი" კამერები ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე:





"ჭკვიანი" კამერები ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე:





"ჭკვიანი" კამერები ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე:



შსს-ს ინფორმაციით, 2019 წელს, ოპტიკურ-ბოჭკოვანი წერტილების შესაბამის ლოკაციებზე მოწყობის შემდეგ, ე.წ. ნომრის ამომცნობი ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა ამოქმედდება შემდეგ მუნიციპალიტეტებში:

ადიგენში - 8 ნომრის ამომცნობი კამერა
ასპინძაში - 4 ნომრის ამომცნობი კამერა
ნინოწმინდაში - 4 ნომრის ამომცნბი კამერა
ახალციხეში -2 ნომრის ამომცნობი კამერა

 

Print