ამინდი
საქართველოში გრილი და ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება
18 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.

მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო, დედოფლისწყარო): ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, ღამით მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

ქ. თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15 მაისს გამოიდარებს, ხოლო 16-17 მაისს ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი იქნება.

Print