კორონავირუსის გამო ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის დასკვნითი ტური გადაიდო
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის დასკვნითი ტურის გადადების გადაწყვეტილება მიიღო.

ტესტირება გეოგრაფიაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, მათემატიკაში, რუსულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებში (7-15 მარტი) დაახლოებით 2 კვირის შემდეგ გაიმართება.

დეტალური განრიგი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.

Print