"აღარ მომიწევს ზოგადი უნარების სწავლა" - აბიტურიენტები გამოცდის ახალ მოდელს აფასებენ
2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ. შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვისთვის გამოცდების ჩაბარება სავალდებულოა შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა; მათემატიკა ან ისტორია, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით. გრანტი სამი საგნის შედეგების მიხედვით გაიცემა. ასევე, ისტორიის, მათემატიკის და უცხოური ენების ტესტებში ცვლილებები შევიდა. სიახლეებია მინიმალური კომპეტენციის ზღვართან დაკავშირებულ საკითხებშიც. გამოცდის ახალი მოდელი ბორჯომში შეაფასეს.
Print