ღია კარის დღე აბიტურიენტებისთვის
აბიტურიენტთა ინფორმირების მიზნით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, 19 თებერვლიდან, ყოველ ოთხშაბათს, 16:00 საათზე, ღია კარის დღე გაიმართება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ცენტრის საგნობრივი ჯგუფების წარმომადგენლები მიაწვდიან აბიტურიენტებს დეტალურ და ამომწურავ ინფორმაციას 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული სიახლეების შესახებ.
Print