შეეხებათ თუ არა სერთიფიცირება სკოლების მოქმედ დირექტორებს
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის სერტიფიცირების მორიგი ეტაპი გამოაცხადა. მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძის განმარტებით ეს პროცესი არ ეხება უკვე მოქმედ სკოლის დირექტორებს, რომლებიც სერტიფიკატებს ფლობენ, თუმცა სერტიფიცირების გავლა აუცილებელი იქნება იმ პირებისთვის, რომლებიც დირექტორის მოვალეობას ასრულებენ და სერტიფიკატი არ აქვთ.

„ამ ეტაპზე ჩვენ არ ვაცხადებთ კონკურსს კონკრეტულ სკოლებთან მიმართებაში. ჩვენ ვაცხადებთ სერტიფიცირებისთვის კონკურსს, სადაც დირექტორობის მსურველი ადამიანები მიიღებენ მონაწილეობას. როდესაც უკვე განათლების სამინისტრო გამოაცხადებს კონკრეტული სკოლის დირექტორობაზე კონკურსს, ამ შემთხვევაში დაიდება ინფორმაცია თუ რამდენ სკოლაში მოხდება დირექტორობის კანდიდატების წარდგენა. სერტიფიცირების ორივე ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ, დირექტორობის მსურველს გადაეცემა, სერტიფიკატი და მას ექნება უფლება გადავიდეს კონკურსის მეორე ეტაპზე. კონკურსის მეორე ეტაპი გულისხმობს, შემდეგ სკოლაში მათი კანდიდატურის წარდგენას და ახალი დირექტორის შერჩევის პროცესს“, – აცხადებს მინისტრის მოადგილე.

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის რეგისტრაცია 3 თებერვალს იწყება
Print