რა? სად? როდის? ინტელექტუალური თამაში ბორჯომში დაიწყო
რა? სად? როდის? ასე ჰქვია ინტელექტუალურ თამაშს რომელიც ბორჯომის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანების და ბორჯომის ინტელექტ კლუბის ორგანიზატორობით ჩატარდა #3 საჯარო სკოლაში. შემოდგომა-ზამთრის სასკოლო ლიგა ოლიმპიური სისტემით ჩატარდა.
ინტელექტუალურ თამასში მონაწილე გუნდებიდან გამოვლინდნენ ნახევარფინალისტები, რომლებიც შემდეგში ფინალში იასპარეზებენ. თითოეული გუნდიდან დასახელდა ,,მოაზრონე მოთამაშე'', ფინალში გამარჯვებულებს გადაეცემათ გარდამავალი ბუ, მონაწილეებს კი ფასიანი საჩუქრები და სიგელები.
Print