უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 30 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +26, +31, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +23, +28 გრადუსამდე მოიმატებს.

ქ. თბილისში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
Print