ახალქალაქში, ქართული და ინგლისური ენების შემსწავლელი ცენტრი გაიხსნა

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა, ახალქალაქში სასწავლო ცენტრი ოფიციალურად გახსნა. მუნიციპალიტეტში მცხოვრები, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები აქ, ქართულ და ინგლისურ ენებს უფასოდ სწავლობენ.


ჯამში 20-მდე ახალგაზრდას უტარდება გაკვეთილები, ისინი საგამოცდოდ ემზადებიან. სასწავლო ცენტრი, ახალქალაქის LAG-ის ოფისში ფუნქციონირებს.

ახალქალაქის LAG-ის ოფისში ჰქონდა ევროკავშირის ელჩს შეხვედრა, ENPARD-ის პროექტის გუნდთან და ახალქალაქის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის წევრებთანაც, რა დროსაც ელჩმა, მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიიღო.

ახალქალაქის განვითარების ჯგუფი წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განვითარების საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო პლატფორმას, რომელიც კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორის 30-მდე წარმომადგენელს აერთიანებს. დღეისათვის LAG-ს შემუშავებული აქვს ადგილობრივი განვითარების სტრატეგია და ევროკავშირის საგრანტო პროგრამით სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმის, განათლების და სოციალური მომსახურების სფეროებში ადგილობრივი განვითარების ინიციატივებს მხარს უჭერს. დღემდე, ევროკავშირის გრანტით და GIPA-ს მხარდაჭერით, ახალქალაქში 16 ინიციატივაა დაფინანსებული. ახლო მომავალში კი დამატებით 24 ინიციატივის დაფინანსება იგეგმება. ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სოფლის განვითარების ინიციატივებით მუნიციპალიტეტში უკვე 64 მუდმივი, ხოლო 14 სეზონური სამუშაო ადგილი შეიქმნა.

 


Print