"მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2018"-ის ფინალისტები ბორჯომში პედაგოგებს შეხვდნენ
"მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2018"-ის ფინალისტები, მანანა კაპეტივაძე და დაჩი ნანობაშვილი, დღეს, №3 საჯარო სკოლაში, ბორჯომელ პედაგოგებს შეხვდნენ და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. კრიტიკული აზროვნების განვითარება იყო განხილვის მთავარი თემა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

"მასწავლებლები კრიტიკული აზროვნებისათვის" - ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც აღნიშნული შეხვედრა განათლების კოალიციის ორგანიზებით გაიმართა.


Print