ბორჯომში მიწისძვრის ბიძგები იგრძნობოდა
ბორჯომში დღეს დაახლოებით 21:45 სთ-ზე მიწისძვრა მოხდა. მცირე ბიძგები ორჯერ განმეოდა.
ინფორმაციას ამ მიწისძვრის ეპიცენტრის შესახებ ჯერ-ჯერობით სეისმოლოგიური ცენტრი არ ავრცელებს, თუმცა სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით დღეს საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა, ერთი დილით 4,5 - მაგნიტუდა დედოფლისწყაროში, ხოლო მეორე 3,8 მაგნიტუდა რაჭაში, ონში. რომლის ბიძგები ჭიათურაშიც იგრძნობოდა. ბორჯომში ბიძგები შესაძლოა ამ მიწისძვრების გაგრძელება იყოს.
Print