დაშავებულები ბორჯომის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებულები ბორჯომის სამედიცინო ცენტრში მოათავსეს. ორი კაცი და ერთი ქალი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. როგორც სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, ამ დროისთვის სამივე დაშავებულს კვლევები უტარდება.

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, 29 ნოემბერს, ბორჯომის შემოსასვლელში, ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქ ავტომობილში 4 ადამიანი იჯდა, ერთი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.
Print