ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესში პერსონალური მონაცემების დაცვა და არსებული გამოწვევები
17:57 / 25.09.2018
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრას
ამჯერად ბორჯომში მართავს.
განიხილეს ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესში პერსონალური
მონაცემების დაცვა და არსებული გამოწვევები. ასევე,
გაიმართა დისკუსია, რომლის ფარგლებშიც აპარატის წარმომადგენლებმა
შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარეს არსებული პრაქტიკა. ტრენინგი
დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში სხვადასხვა რეგიონის
წარმომადგენლებისთვის ტარდება. შეხვედრები რეგიონებში ევროკავშირისა
და გაეროს განვითარების პროგრამის UNDP მხარდაჭერით იმართება.