სამცხე-ჯავახეთის წარჩინებული მოსწავლეები კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
დღეს, ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მასშტაბით წარჩინებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ ,მათ კომპიუტერები გადაეცათ.76 მოსწავლე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველმა მოადგილემ გიორგი შალუტაშვილმა და სამცხე-ჯავახეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.წელს, საქართველოს მასშტაბით კომპიუტერებით სულ 2557 წარმატებული მოსწავლე დაჯილდოვდება.
2017 წელს, პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომელთაც გასულ სასწავლო წელს საბაზო საფეხური დაასრულეს და მათი საფეხურის ნიშანი დამრგვალების გარეშე 10 ქულაა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოსწავლეთა წახალისების პროექტი ყოველწლიურად ხორციელდება და მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.
Print