საბავშვო ბაღებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დღეიდან ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მუშაობა ჯერ-ჯერობით არ დაწყებულა სამ საბავშვო ბაღში. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო აქ აღმზრდელობითი პროცესი ოქტომბრის პირველი ნახევრიდან განახლდება.
Print