სამცხე-ჯავახეთის, არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებმა კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში, არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია მიზნად ისახავდა ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების ეფექტური მეთოდებისა და სტრატეგიების გაცნობას პროგრამის მონაწილე მასწავლებლებისთვის, ასევე, მათი მხრიდან საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებას.
კონფერენციაზე, პროგრამის 11 კონსულტანტ-მასწავლებელი, ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების წარმატებული პრაქტიკის შესახებ, მოხსენებებით წარსდგა. შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დანერგვის ხელშეწყობის, ინოვაციური მეთოდებისა და იდეების პრაქტიკაში დანერგვის საკითხები.
ღონისძიებას პროგრამის კონსულტანტ-მასწავლებლები, დამხმარე მასწავლებლები და სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და კახეთის არაქართულენოვანი სკოლების ადგილობრივი მასწავლებლები ეწრებოდნენ.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2016 წლიდან, ახორციელებს არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამას. პროგრამა გასულ წლებში განხორციელებულ პროგრამებს - "ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა" (2009-2015წწ) და "ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის" (2011-2015წწ) მოიცავს. პროგრამის მიზანია არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, სახელმწიფო ენის სწავლების გაძლიერების გზით.

Print