ბორჯომში ინტელექტუალურ თამაშში ტაძრისის სკოლამ გაიმარჯვა
ინტელექტუალური თამაშების "რა, სად, როდის" გაზაფხულის სეზონი ბორჯომში დასრულდა. ფინალური შეხვედრა დღეს გაიმართა. გამარჯვებისთვის ერთმანეთს 10 გუნდი დაუპირისპირდა. ქულათა რაოდენობის მიხედვით, თამაშის გამარჯვებული და მოაზროვნე ბუს ქანდაკების მფლობელი ტაძრისის საჯარო სკოლის გუნდი გახდა. მეორე და მესამე ადგილები ბაკურიანის საჯარო სკოლის ორმა გუნდმა გადაინაწილა. გამარჯვებულებს შესაბამისი ხარისხის დიპლომები და საჩუქრები გადაეცათ.
Print