"თავისუფალი გაკვეთილები" - შემაჯამებელი ღონისძიება N1 საჯარო სკოლაში
ბორჯომის N1 საჯარო სკოლაში პროექტის,სახელწოდებით "თავისუფალი გაკვეთილების" შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. პროექტი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას ინიციატივით ხორციელდება და მისი მიზანი სასკოლო ცხოვრების გააქტიურება და არაფორმალური განათლების ხელშეწყობაა.N1 საჯარო სკოლიდან პროექტში 3 პედაგოგმა გაიმარჯვა,ესენი არიან: ოლღა გოგოლაძე,ლია გულიკაშვილი და ირმა ყეინაშვილი.სიუჟეტი მათ მიერ განხორციელებულ პროექტებს და მიღწეულ შედეგებს გაგაცნობთ.
Print