„მულტიმედია უნარები და ონლაინ პლატფორმები“ - ტრენინგი რეგიონული მედიისთვის
„მულტიმედია უნარები და ონლაინ პლატფორმები“ - რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის „ინტერნიუს საქართველოს“ ოფისში ტრენინგი ჩატარდა. ახალი მედია ტექნოლოგიების გამოყენებას, პრინციპებს, სტრუქტურას და ფორმატებს 15-მდე ჟურნალისტი, ოპერატორი, ვებ-რედატორი და პროდიუსერი გაეცნო, მათ შორის იყვნენ ტელეკომპანია „ბორჯომიდანაც“. ოთხდღიანი ტრენინგი პროექტის “დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში“ ფარგლებში ჩატარდა. პროექტის ფარგლებში შეირჩა, 9 პარტნიორი მედია საშუალება. ისინი მომდევნო 7 თვის განმავლობაში რეგიონებში მულტიმედია პროექტებს მოამზადებენ.
Print