ბორჯომის სკოლა-ლიცეუმმა განხორციელებული პროექტების პრეზენტაცია გამართა
ივ. ჯავახიშვილის სახელობის ბორჯომის კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა-ლიცეუმმა დღეს, 28 აპრილს დასრულებული პროექტების პრეზენტაცია გამართა. "ხელოვნებას არ აქვს საზღვრები" და "ჩვენ ვიცავთ კანონს"- განხორციელებული პროექტების მთავარი მიზანი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება იყო. პროექტების წარმატებასა და მნიშვნელობაზე მასში ჩართულმა მხარეებმა იმსჯელეს. მონაწილეებს სიგელები და საჩუქრები გადაეცათ.
Print