დამხმარე აპლიკაცია აბიტურიენტებს
ეროვნული გამოცდების მარტივად ჩასაბარებლად ახალი აპლიკაცია შეიქმნა.მობილური აპლიკაციით სარგებლობა ნებისმიერ მსურველს ყოველგვარი საფასურის გარეშე შეუძლია.
სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტი, მათ მიერ შექმნილი პროგრამა „NAPP“-ით „გამოცდებისა ეროვნული ცენტრთან“ თანამშრომლობს.აპლიკაციის მეშვეობით აბიტურიენტები გაეცნობიან საგამოცდო პროგრამებს, დამხმარე მასალებს, წინა წლებში გამოცდებზე გამოყენებული დავალებების ნიმუშებს, გაივლიან ტესტირებას.უახლოეს მომავალში იგეგმება გამოცდებთან დაკავშირებული სიახლეების შესახებ ინფორმაციის დამატება და მუდმივ რეჟიმში განახლება.”მსგავსი ინიციატივა აბიტურიენტს ეხმარება უკეთესად მოემზადოს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ იდეა ძალიან ნიჭიერ ახალგაზრდებს ეკუთვნით, რომლებიც ჩვენთან მოვიდნენ და თანამშრომლობა შემოგვათავაზეს. პირადად მე, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს თანამშრომლობა შედგა. ჩვენ მოვამარაგეთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული მასალებით, დანარჩენი ყველაფერი მათ გააკეთეს. პროექტი ძალიან მოსახერხებელია ჩვენი აბიტურიენტებისთვის, რადგან მათ შეუძლიათ მობილური აპლიკაციით ნებისმიერ დროს ისარგებლონ. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ შეთავაზებას ბევრი აბიტურიენტი გამოიყენებს”, - აღნიშნა მაია მიმინოშვილმა.
Print