"მაღალმთიანი რეგიონის სკოლებში კვლავ კადრების სიმცირეა" - განათლების მინისტრი
არამარტო მაღალმთიან, არამედს საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლაში, მასწავლებლების ახალი ნაკადის შემცირებაზე საუბრობენ განათლების სამინისტროში.
მინისტრის განმარტებით, ამის მიზეზი დაბალი ანაზღაურება, საატესტატო გამოცდები და მათი პროფესიის დაუფასებლობაა.
ჯეჯელავას თქმით, სახელმწიფო ახალგაზრდების ამ პროფესიაში მოსაზიდად რამდენიმე პროერქტს ახორციელებს. მათ შორის, 2016 წელს, უწყებამ სხვადასხვა უნივერისტეტში პედაგოგიური ფაკულტეტის 1000 სტუდენტი დააფინანსა.
თუმცა აღსანიშნავია, რომ სანამ ეს სტუდენტები უნივერსიტეტს დაამთავრებენ და სკოლაში მუშაობას დაიწყებენ რადენიმე წელი გავა. "GAღB" დაინტერესდა, როგორ უნდა აღმოიფხვრას ამ პერიოდში კადრების სიმცირის მხრივ არსებული პრობლემა. მინისტრის განმარტებით, ასეთ სიტუაციაში ერთ-ერთი გამოსავალია რეგიონული ცენტრების მასწავლებელების თანამშრომლობა მცირეკონტიგენტიან და მაღალმთიანი რაიონების კოლეგებთან.
არსებული მონაცემებით, მაღალმთიანი აჭარის, სოფელ თაგოში ინგლისურს ასწავლის ბუღალტერი, მსგავსი მდგომარეობაა სოფელ ჩაოში, ოღონდ აქ ბუღალტერი რუსულს ასწავლი. სხვა პროფესიას ითავსებს სოფელ ვერნების ქიმიის მასწავლებელიც, რომელიც მოსწავლეებს ინგლისურსაც ასწავლის. ხოლო სოფელ ღორჯმში მათემატიკის სწალებას ქიმიის მასწავლებელუი უზრუნველყოფს.

Print