ინტელექტუალური თამაშების ჩემპიონატი ბორჯომში
ბორჯომში ინტელექტუალური თამაშები მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობას სხვადასხვა სკოლის 36 გუნდი იღებს. თამაშის შესარჩევი ტური N3 საჯარო სკოლაში გაიმართა. მონაწილეობა 12-მა გუნდმა მიიღო. აქედან ნახევარფინალის საგზური 6-მა გუნდმა მოიპოვა. რა? სად? როდის? - ფინალი წინასაახალწლოდ გაიმართება, სადაც მოაზროვნეები ბუს გარდამავალი ქანდაკების მოსაპოვებლად იბრძოლებენ.
Print